სვეტა თამარაშვილი
среда, 13 марта 2019 г.
среда, 18 ноября 2015 г.
ტრენინგის მე-9 დღე
დღევანდელი დღე მთელი ტრენინგის შეჯამება-თავმოყრა იყო. განვიხილეთ ჯგუფის თითოეული წევრის მიერ შექმნილი პროექტი; უფრო კარგად გავიაზრეთ პროექტის ცალკეული დეტალი; განვიხილეთ მისი თანმიმდევრულობა; ავტვირთეთ პროექტები ბლოგზე.
მადლობა საინტერესო და ბევრისმომცემი ტრენინგისთვის!
понедельник, 16 ноября 2015 г.
ტრენინგის მე-8 დღე
პროექტის მე-9 დღე მეტად საინტერესო იყო. შევქმენით მოსწავლეთა გაზეთის პრეზენტაციის გეგმა, ვისაუბრეთ მოსწავლეთა დაწყვილების საფუძვლებზე. განვიხილეთ ელექტრონული გვერდის დრაივის გვერდი, ავტვირთეთ მასზე პროექტის გეგმის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ იგი ჩვენს ბლოგზე. მოვიძიეთ და განვიხილეთ დავალების ტიპები.
четверг, 12 ноября 2015 г.
ტრენინგის VII დღე
დღეს ვიმუშავეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სტრატეგიებზე. განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშები და მათზე დაყრდნობით შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები: კოლაობორაციული, თანატოლთა უკუკავშირის ფორმები. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი მეთოდები და ინსტრუმენტები.
понедельник, 9 ноября 2015 г.
ტრენინგის VI დღე
დღეს განვიხილეთ თუ როგორ უნდა ჩაგვესვა პრეზენტაციაში ვორდის ფურცელი. დავამუშავეთ პროექტით გათვალისწინებული გეგმის ერთ-ერთი ჯგუფის ნიმუში: მოვიძიეთ ინფორმაციები, ჩავსვით სურათები, გავაფორმეთ კედლის გაზეთი.
დღევანდელი დღე მეტად ბევრისმომცემი და საინტერესო იყო.
დღევანდელი დღე მეტად ბევრისმომცემი და საინტერესო იყო.
четверг, 5 ноября 2015 г.
ტრენინგის მე-5 დღე
პროექტის მე-5 დღეს წყვილებში განვიხილეთ ,,პოვერპოინტში" შესრულებული დავალებები, მოვახდინეთ ურთიერთშეფასება. ასევე წყვილებში ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე. დავალებად მოგვეცა ეს პროცედურები გადავიტანოთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში. ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე, გვერდების შექმნაზე, სასარგებლო ბმულებში ჩავსვით ლინკები, ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ატვირთვა.
დღევანდელი დღე იმდენად საინტერესო იყო, რომ დრო შეუმჩნევლად გავიდა.
მადლობა.
დღევანდელი დღე იმდენად საინტერესო იყო, რომ დრო შეუმჩნევლად გავიდა.
მადლობა.
понедельник, 2 ноября 2015 г.
ტრენინგის IV დღე
გავეცანით თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს; შეფასების სახეებსა და მეთოდებს; გამოვიყენეთ ისინი ჩვენი გეგმის შაბლონში; პროექტისთვის ავირჩიეთ ორგანაიზერი (მე ავირჩიე ვმვ) და გავაკეთეთ ცხრილი. ამ ცხრილის შევსება დაგვეხმარება აქტივობების დაგეგმვაში. ვიმუშავეთ გეგმის ,,პოვერპოინტის" ვერსიაზე. როგორც ყველა, დღევანდელი დღეც ბევრისმომცემი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის. მადლობა ჩვენს ტრენერს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)