четверг, 29 октября 2015 г.

III დღე

     მესამე დღე, როგორც ველოდი, საინტერესო იყო. შევავსეთ პროექტის სასწავლო გეგმა; ჩავსვით ინდიკატორები; მიზნები; ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით განვსაზღვრეთ აქტივობების დონე; განვსაზღვრეთ 21-ე საუკუნის სტანდარტები; გავეცანით საკვანძო კითხვებს.
     
   

среда, 28 октября 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

 ძალიან საინტერესო დღე იყო ტრენინგის პირველი და მეორე დღეც. გავეცანით,, ვიუერს". გავიგეთ, რომ ის შედგება 8 მოდულისგან. გავეცანით 21 საუკუნის უნარებს, მოვნიშნეთ ჩვენთვის საინტერესო ის ჩვევები, რომლებიც ყველაზე მეტად საინტერესოდ გვეჩვენა. შევქმენით ბუკლეტი, საჭირო საქაღალდეები, ჩამოვტვირთეთ მასალები და განვათავსეთ შესაბამის საქაღალდეებში. მასალა ჩემთვის დასაძლევი აღმოჩნდა, მაგრამ არის საკითხები, რომელთაც სავარაუდოდ მომავალ დღეებში განვიხილავთ.